ბილ გეითსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ამერიკელი მილიარდერის ბილ გეითსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. როგორც ჟურნალი Forbes-ი წერს, ეს მის მიერ დაფუძნებული კომპანია Microsoft-ის აქციებზე ფასის ზრდის ფონზე მოხდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გეითსის გონებამ 100 მილაირდ დოლარს გადააჭარბა. პირველად მილაირდერის კაპიტალმა 12 ნიშნა მაჩვენებელს 1999 წელს მიაღწია.

Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას კვლავინდებურად Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ლიდერობს, რომლის ქონება 153 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

ბილ გეითსი 1955 წელს სიეტლში დაიბადა. მოზარდობის პერიოდში ის პროგრამირებით დაინტერესდა და 13 წლის ასაკში მისი პირველი პროგრამა თამაში „ჯვარები და ნულები“ შექმნა. 1975 წელს მეგობარ პოლ ალენთან ერთად მან შექმნა პერსონალური კომპიუტერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Microsoft-ი, ხოლო 31 წლის ასაკში გახდა მილიარდერი.

Forbes-მა ბილ გეიტსი პირველად მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად 1996 წელს დაასახელა, და ამის შემდეგ მრავალჯერ იდგა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში.

კოკა კვირკველია