ფრანგული რითეილერი კომპანია Franprix-ი მისი სუპერმარკეტების ქსელიდან პროდუქტების რობოტების მიერ მიწოდებას ტესტავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
Franprix-ი ამ სერვისის შეთავაზებას აპირებს მოხუცებისთვის და შშმ პირებისთვის. ტესტირება ამ დროისთვის მხოლოდ პარიზის მასშტაბით ხდება, ერთ-ერთ მათაზიაში მომხმარებლებს საშუალება აქვთ რობოტების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
ეს რობოტები ძალიან გვანან R2-D2 რობოტებს ფილმიდან „ვარსკვლავური ომები“. მოწყობილობას გააჩნია კონტენინერი 30-40 ლიტრის მოცულობის და შეუძლიათ 25 კმ მანძილის დაფარვა. მას აქვს ფუნქცია „მომყევი“, რომელიც ადამიანს უკან მიჰყვება პროდუქტების შეძენის დროს. მისი შემქმნელები სამომავლოდ გეგმავენ, რომ მომხმარებლებმა სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით შეიძინონ პროდუქცია, ხოლო რობოტმა ის სახლში მიართვას. ამისთვის კი საკმარისი იქნება მხოლოდ პაროლის შეყვანა, რათა მიღონ შეკვეთა.
რობოტების შექმნაზე ფრანგული სტარტაპი TwinswHeel-ი მუშაობს.
შეგახსენებთ, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით მსგავს სერვისზე მუშაობს ასევე Amazon, მის რობოტს Scout ქვია და ისიც შინ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული.