Tesla შანხაიში ავტომობილის აალების ვიდეოს იძიებს

Tesla-ს განცხადებით, ისინი იძიებენ ვიდეოს, რომელიც ჩინურ სოციალურ მედიაში გავრცელდა, სადაც აღბეჭდილია შანხაიში მისი წარმოების ერთ-ერთი ავტომობილის აალება.

განცხადებაში ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მან გააგზავნა გამომძიებელთა ჯგუფი, რომლებიც შემთხვევას გამოიძიებენ.

ვიდეო, რომელიც არ არის ვერიფიცირებული BBC-ის მიერ, გვიჩვენებს, თუ როგორ ჩნდება ჯერ კვამლი, ხოლო რამდენიმე წამში როგორ ალდება ავტომობილი, რომელიც პარკინგზე დგას.

Tesla-ს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოდელზეა საუბარი, თუმცა სოციალურ მედიაში წერია, რომ ეს არის Model S.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მოხდა კვირას საღამოს.

ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა ამ ავტომობილის აალების. მსგავსი შემთხვევები მომხდარა 2018, 2016 და 2013 წლებში.

კოკა კვირკველია