ნამცხვრის სახლი Azzato ოქროს ბრენდის მფლობელი გახდა, როგორც წლის საუკეთესო საკონდიტრო!

ნამცხვრის სახლი აზზატო უკვე 6 წელზე მეტია, რაც პრემიალურ ტორტებსა და დესერტებს აწარმოებს თბილისის მასშტაბით.

ამ ეტაპზე კომპანიას აქვს 7 მაღაზია და პროექტი “აზზატო ქიდს” , რომელიც საბავშვო მასტერკლასების სერიას მოიცავს. ახლახანს აზზატომ წლის ოქროს ბრენდის ჯილდო მიიღო კატეგორიაში ტორტები და დესერტები. ჩვენი გუნდი დაინტერესდა და სტუმრად აზზატოს დირექტორს, მამუკა თოდუას ეწვია:

1. გილოცავთ Golden Brand-ის მიღებას. თქვენი აზრით, რა საქმიანობის გამო დაგასახელეს გამარჯვებულ კომპანიად?

დიდი მადლობა. სასიხარულია ის ფაქტი, რომ გამარჯვება მოგვანიჭა 2000-მა ადამიანმა და დამატებით სხვადასხვა სფეროს ექპერტებმა. ჩვენი პრიორიტეტი, სწორედ გემოსა და ხარისხთან ერთადაც არის ის ურთიერთობა, რაც წლებთან ერთად ჩამოგვიყალიბდა სხვადასხვა კომპანიებთან და მედია საშუალებებთან. ჩვენ ძალიან ხშირად გვნახავთ მნიშვნელოვან ივენთებზე, ღონისძიებებსა თუ პრემიერებზე, სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი აქტივობებით აზზატო უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საკონდიტრო წარმოება - ეს არის ურთიერთობათა ჯაჭვი და თანამშრომლობა, დაუვიწყარი სანახაობა მაღალტექნოლოგიური ტორტებით, რომელიც სრულ არქიტექტურასა და კონსტრუქციებს ქმნის, ისეთს, როგორიც საქართველოში არავის აქვს.

2. რატომ ირჩევს მოხმარებელი აზზატოს და ვინ არიან ისინი?

სექტემბერში ჩვენმა კომპანიამ ჩაატარა კვლევა, სადაც მოხმარებლების 70% ქალბატონი, ხოლო ჯამში 80% მშობელი აღმოჩნდა. კვლევაში 1200 მომხმარებელი გამოვკითხეთ და მათი უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენ აგვირჩიეს ხარისხისა და ნდობის გამო, რათა მათ ოჯახის წევრებს მიაწოდონ პროდუქცია, რომელიც აუცილებლად მხოლოდ ნატურალური თან პრემიალური ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება. ამას მოწმობს ჩვენი საბავშვო მასტერკლასების სერია Azzato Kids, სადაც პატარებს 1 საათის განმავლობაში პატარა კონდიტერობას ვასწავლით! რაც შეეხება კორპორატიულ შეკვეთებს, რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა ეს რიცხვი ამ წელს მკვეთრად გაიზრდება ჩვენი ამ მიმართულებით დაწყებული აქტივობით.

3. რითი იზიდავს აზზატო მოხმარებლებს?

რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები, სხვადასხვა ივენთები და ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალებები აუცილებლად გამოიყენება ჩვენი ამ მიზნებისთვის, თუმცა აზზატოს ჰყავს ბევრი ლოიალური მოხმარებელი, რომლებსაც რეკომენდაციით მოჰყავთ სხვებიც. აქციები თითქმის არ გვაქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც გავაქტიურდებით.

4. თქვენს სთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს, რამდენად მოთხოვნადია ეს სერვისი?

ჩვენ გვაქვს საიტი www.azzato.ge, საიდანაც ონლაინ ხდება შეკვეთა ტორტების. ასევე menu.ge , wolt, irisee, glovo - ეს სფერო საკმაოდ პოპულარული გახდა ონლაინ შეკვეთების მიმართულებით და აუცილებლად გააგრძელებს ზრდას.

5.რამდენადაც ვიცით, აზზატოში ინდივიდუალური შეკვეთებიც ბევრი გაქვთ. უფრო ხშირად რა ტიპის ტორტებს უკვეთავს მოხმარებელი?

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც საბავშვო ტორტებზეა ისევ ჩვენი ძირითადი მშობლების სეგმენტიდან გამომდინარე, რადგან მათი შვილების კვებას ჩვენ გვანდობენ. რაც შეეხება საქორწილოს, აქაც ვაქტიურობთ, რადგან მიმდინარეობა რომელიც ავიღეთ მაღალტექნოლოგიური და სანახაობრივია, რაც ყველაზე მეტად საქროწილო ორგანიზატორებსა და წყვილებს ხიბლავს. იგივეს თქმა შემიძლია კორპორატიულ შეკვეთებზეც.

6. რამდენად მრავალფეროვანია თქვენთან ასორტიმენტი?

გამომდინარე იქიდან, რომ რეგულარულად გვაქვს სეზონური ცვლილებები ტორტებსა და დესერტებში, მომხმარებელი რომ არ შევიყვანო შეცდომაში, ვიტყვი რომ ზოგადად ფართო ასორტიმენტი გვაქვს. დესერტები და ტორტები ერთმანეთს გემოთიც არ ჰგავს, ვიზუალზე რომ არ ვისაუბროთ. ესაა ჩვენი პრიორიტეტი სხვებისგან განსხვავებით. დახვეწილ ვიზუალს ვუხამებთ იდეალურ გემოს. ამ ეტაპზე 15-მდე დესერტი და 20 სახეობის ტორტი გვაქვს ყველა გემოვნების მომხმარებლისათვის. ახლა განსაკუთრებით ვემზადებით პასკის სეზონისთვის და ჩვენმა დიზაინერებმა ნამდვილი შედევრები შექმნეს! შეკვეთა ჩვენი საიტიდან იქნება შესაძლებელი www.azzato.ge

7. რისგან მზადდება აზზატოს ტორტები?

ჩვენი ტორტები პრემიალური ხარისხის ნატურალური ნედლეულისაგან მზადდება, რომელთა ძირითადი ნაწილის იმპორტს თავად ვახორციელებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან. კარაქი პრეზიდენტი, ვალიო, უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმი, კვერცხი აუცილებლად გადის სპეციალურ დამუშავებას წარმოებაში გამოყენებამდე, ბელგიური და იტალიური შოკოლადი, დანიური ნაღები და ა.შ უდაოდ მეტყველებს იმაზე, რომ ვზრუნავთ ხარისხზე. ჩვენ სახელდახელოდ ვარჩევთ თითოეულ ბრენდს, რომელსაც წარმოებაში ვიყენებთ. მაისიდან დაგეგმილია საწარმოო ციკლის დახვეწა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც მოწვეული უცხოელი ტექნოლოგებიც მიიღებენ მონაწილეობას. დახვეწილ გემოს და დიზაინს მომხმარებელი აუცილებლად შეაფასებს, რაც ჩვენი პროდუქციის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის.

8. რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის აზზატოს ტორტები და დესერტები?

პროდუქციის ღირებულება, როგორც აღვნიშნე საკმაოდ ხელმისაწვდომია. ტორტების ფასი იწყება 13 ლარიდან და ეს იმ ფონზე, რომ ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ და ევროპულ ინგრედიენტებს. რა თქმა უნდა, ზომების მატებასთან და შიგთავსის მრავალფერობასთან ერთად იზრდება ღირებულებაც, თუმცა ბაზარზე ამ კუთხით საკმაოდ კონკურენტული ფასები გვაქვს.

9. რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე?

ზოგადად, კონკურენტებს ძალიან ჯანსაღად ვუყურებთ და ვაფასებთ. მათ პატივს ვცემთ, თუმცა ამ სფეროში რეალურად ნატურალური ინგრედინტების გამოყენების კუთხით სამწუხაროდ, ძალიან ცოტა კომპანია მუშაობს... ჩვენ პერიოდულად ვიკვლევთ ბაზარს და ვაფასებთ ბაზრის ყველა მოთამაშეს. ამდენად, ვიცით ჩვენი როგორც უპირატესობები, ასევე სუსტი მხარეები და მუდმივად ვცდილობთ ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესებას.

10. თუ აპირებთ გაფართოებას თბილისში და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში?

ამ ეტაპზე იგეგმება თბილისში კიდევ 3 ახალი მაღაზიის გახსნა, რითაც აზზატო გახდება ყველაზე ფართო საკონდიტრო ქსელი საქართველოში. ამ ეტაპზე ჩვენი 7 მაღაზიით ვახერხებთ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავებას. გარდა ამისა, ინდივიდუალური შეკვეთებით, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, საკმაოდ ფართო მაშტაბებზე გავედით. წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ჯამში 10 მაღაზია, რითაც, როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი საკონდიტრო ქსელი გავხდებით.

(R)