2019 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 227 ლარი. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG -ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, როგორც 3-ვარსკვლავიან, ასევე 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი ფასები 2019 წლის იანვრიდან მცხეთა-მთიანეთში ფიქსირდება.
„საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 73 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში - 486 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა - 599 ლარი შეადგინა, აჭარაში - 471 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 385 ლარი, ხოლო კახეთში - 355 ლარი“,- ნათქვამია კვლევაში.