საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

ფინანსთა მინისტრი კომიტეტში „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა. მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა კომპანია “ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 14:00 საათისთვის დაინიშნა.