პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 23 აპრილის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს მოუსმენს.
სურგულაძე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.