საბანკო საიდუმლოება, საკრედიტო ინფორმაცია, მონაცემთა უსაფრთხოება, ახალი ევროპული რეგულაციები, - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციას წარუდგენს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ცნობით, შეხვედრა ხვალ, 23 აპრილს 10:30 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც ეროვნული ბანკის ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მათი კლიენტების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, უზრუნველყონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.
შეხვედრაზე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის.
ღონისძიებას საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, არასამთავრობო სექტორისა და ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართება.