პოლონური ავიაკომპანია Enter Air ვარშავასა და ბათუმს შორის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია „Enter Air“-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

როგორც სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან იუწყებიან, ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე „Enter Air“ ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.