საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გაწევრიანებულია 750 000 ადამიანზე მეტი.
მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემებით, საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონი ლარია.
როგორც სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპენსიო სისტემის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.
„სისტემიდან გასვლაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია - სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0,4%-ია“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.
დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან 100 დღე შესრულდა. სწორედ ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს უსმენენ.
ლევან სურგულაძე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.