"საბანკო რეგულაციები ის თემა არ არის, რომელსაც არ შეიძლება არ გადახედო, თუკი ხედავ, რომ ამაზე მოთხოვნა არის"

საბანკო რეგულაციები ის თემა არ არის, რომელსაც არ შეიძლება არ გადახედო, თუკი ხედავ, რომ ამაზე მოთხოვნა არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატმა ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ “ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დაწერილი სცენარი, რომელსაც მიჰყვები, არ არსებობს“.

“ჩვენ გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების ზოგჯერ სპონტანურად მიღება, ზოგჯერ ისეთი გათვლებით, რაც შემდეგ საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე. საბანკო რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების შემოსავლები იყო, რომელიც აღრიცხული არ არის. აღურიცხავმა შემოსავლებმა თუ ასეთი ზეგავლენა იქონია, შეცდომა ალბათ, აქ იყო, რადგან რაც აღრიცხულია, იმის მიხედვით შეგიძლია ყველაფერი კარგად გათვალო. ვიღაცამ რომ ვიღაცას თანხა გადმოურიცხა, რომელიც არსად აღრიცხული არ არის, მას რეალურად თანხა ჰქონდა და შეეძლო რაღაც ნივთი შეეძინა. მეორე საკითხია, ამ გათვლების გაკეთება რამდენად შესაძლებელი იყო. სწორი შუალედური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.