უახლოეს 2 წელიწადში ველოდებით, მინიმუმ, მილიარდნახევარ ლარს საპენსიო დანაზოგების სახით, ხოლო 6 წელიწადში 5 მილიარდამდე, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას შუწყობს ხელს,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომელიც დეპუტატებს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს.
„ჩვენ უახლოეს 2 წელიწადში ველოდებით, მინიმუმ, მილიარდნახევარ ლარს საპენსიო დანაზოგების სახით, ხოლო 6 წელიწადში ველოდებით, დაახლოებით, 5 მილიარდ ლარს, რომლის 80%-მაც უნდა იმუშაოს ქვეყნის ეკონომიკაზე. ქვეყნის ისტორიაში საქართველოში გაჩნდება მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ეს თავის მხრივ, 3-4 %-ით ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებას. ეს შექმნის თავის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის შემოსავლებს და გაზრდის იმ სოციალურ შემწეობასაც, რაც ძალიან დაბალია დღეს საქართველოში“,- განაცხადა სურგულაძემ.