სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100%-ით, მაქსიმალური 7.150%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133 %-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375%-ს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.