"დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე"

დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით, კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული.

,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ, რომ არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად, იმის გამო, რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, მოქნილი და უფრო იაფი, ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება, რომელიც სხვათა შორის, კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არამედ, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე“,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.