ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა, საერთო ჯამში, არჩევნებისთვის 11,860,771 ლარი დახარჯეს.
როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, აქედან საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნების" ხარჯი – შეადგენს 6,318,735 ლარს; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" – 2,435,792 ლარს; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" – 796 431 ლარს; "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" – 227,651 ლარს; "არასაპარლამენტო ოპოზიციის" – 708,928 ლარს; "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" – 47,804 ლარს; ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს" – 352,207 ლარს; "საქართველოს გზის" – 512,460 ლარს; საინიციატივო ჯგუფების – 238,185 ლარს; სხვა პარტიების ერთად კი – 222,576 ლარს.
რაც შეეხება არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ რეკლამისთვის გახარჯული თანხების მოცულობას, ჯამურად დახარჯულია 5 236 083 ლარი. კერძოდ: "ქართულ ოცნებაზე" მოდის – 3,202,445 ლარი, "ნაციონალურ მოძრაობაზე" – 1,289,196 ლარი, "პატრიოტთა ალიანსზე" – 352,855 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაზე" – 188,334 ლარი, "არასაპარლამენტო ოპოზიციაზე – 80,884 ლარი, "საქართველოს გზაზე" – 35,192 ლარი, სხვა პარტიებზე კი – 87,177 ლარი.
2014 წლის არჩევნებში 1143 საარჩევნო სუბიექტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც კანდიდატურების მოხსნის შემდეგ არჩევნების დღისთვის დარჩა 20 პოლიტიკური პარტია, 4 საარჩევნო ბლოკი, 821 საინიციატივო ჯგუფი.