თბილისში შესაძლოა, ახალი საბაგირო მოეწყოს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მანვე სამი შესაძლო მიმართულებაც დაასახელა, თუ სად მოეწყობა ახალი საბაგირო გზა. ესენია: სამგორი - ვაზისუბანი, ახმეტელი - თემქა და სამება - მახათის მთას მიმართულებები.
ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩასატარებლად, რაზეც დაახლოებით 750 ათასი ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, კვლევას 5 თვე დასჭირდება, რის შემდეგაც სრული სურათი დაიდება, თუ რომელია ზემოთ ჩამოთვლილი 3 მიმართულებიდან ყველაზე საინტერესო პროექტი.