„სიღარიბე და უმუშევრობა ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია"

სიღარიბე და უმუშევრობა ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

“საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს პრობლემები იყო მწვავედ და ალბათ, ჯერ კიდევ რამდენიმე წელი იქნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა და სიღარიბე. მე, როდესაც ვამბობ, რომ ტენდენცია არის გაუმჯობესებისკენ და ვამბობ, რომ სიღარიბეა 30%-დან 21%-მდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა დავიწყოთ და კმაყოფილი ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ, რამდენიმე წელი მინიმუმ ამას დასჭირდება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.