ერთ თვეში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 5%-ით გაიზარდა

ერთ თვეში მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 5%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი აპრილისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 5,7%-ით მოიმატა და 22,7% შეადგინა (მარტში - 17%). უცხოურ ვალუტაში ზრდა კი არ დაფიქსირებულა. 1-ლი აპრილისთვის, ისევე როგორც 1-ლი მარტისთვის, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთმა 6,2% შეადგინა.

რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი მცირედით - 17,6%-დან 18,2%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 0,1%-ით შემცირდა და 9,8% შეადგინა (1-ლი მარტისთვის - 9,9% იყო).

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 1-ლი აპრილისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3,78 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი.

ნინი ქეთელაური