ნიუ-იორკის პროკურატურა სოციალურ ქსელ Facebook-ის მხრიდან 1,5 მილიონი ადამიანის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოგროვებასა და შენახვაზე საქმეს იძიებს. ამის შესახებ Reuters-ი ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორ ლეტიცია ჯეიმსზე დაყრდნობით წერს.
გასულ კვირას ინტერნეტ პორტალმა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Facebook-ის წარმომადგენლებს 2016 წლის მაისიდან შეეძლოთ გაუფრთხილებლად ჰქონოდათ წვდომა 1,5 მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტებზე.
„მოვიდა დრო, პასუხი გაგვცეს Facebook-მა კითხვაზე - თუ როგორ ექცევა ის მომხმარებლების პირად ინფორმაციას“ - განაცხადა ჯეიმსმა. მისი აზრით, ბოლო ინფორმაციები მეტყველებს, რომ კომპანია სერიოზულად ეკიდება საკუთარ როლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით.
აშშ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვა ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის სკანდალი, რომელიც 2018 წელს აგორდა. მაშინ გაზეთმა The New York Times-მა დაწერა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ Cambridge Analytica-მ შეძლო სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა შეგროვება, რათა შეემუშავებინა ალგორითმი ამომრჩეველთა პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით. კომპანიის ხელმძღვანელს მარკ ცუკერბერგს კი კონგრესში ორ მოსმენაზე მოუწია გამოსვლამ, რა დროსაც მან დაარწმუნა კანონმდებლები, რომ მომავალში მისი სოციალური ქსელი უფრო სიფრთხილით მოეკიდებოდა საკუთარი მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციას.