სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 91-დღიან 32-ე სადეპოზიტო სერტიფიკატების დღევანდელ აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.20 პროცენტით, მაქსიმალური 4.23 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.22 პროცენტით განისაზღვრა.