კორპორაცია Microsoft-ი გახდა მესამე ამერიკული კომპანია Apple და Amazon-ის შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Microsoft-ის აქციებზე ფასმა გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 5,1%-ით 131,37 დოლარამდე მოიმატა, შედეგად კი კომპანიის ჯამურმა ღირებულებამ ერთი ტრილიონი დოლარი შეადგინა. ეს კურსი დიდხანს არ შენარჩუნდა და 129,67 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, ტრილიონიანი ზღვარი პირველად Apple-მა 2018 წელს გადალახა, იმავე წელს ეს ნიშნული გადალახა Amazon-მაც.