სეტყვამ ყვარელში ვენახები გაანადგურა

სტიქიამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. ნახევარსაათიანმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ვენახები გაანადგურა.

ადგილობრივების თქმით, სეტყვას თან ძლიერი ქარი ერთვოდა. ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზის სავალი ნაწილი - ჩახერგილი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.