2019 წლის 3 თვეში საქართველოდან უცხოეთში 51,77 მლნ დოლარი გადაირიცხა, საიდანაც ყველაზე მეტი რუსეთზე მოდის. 3 თვეში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში 17,7 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც მთლიანი გადარიცხვების 34,2%-ია. წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ფულადი გზავნილებით მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც 6,53 მლნ დოლარი გადაირიცხა. მესამე პოზიციაზე კი უკრაინაა, სადაც 2019 წლის 3 თვეში საქართველოდან 6 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.
5 ქვეყანა, სადაც 2019 წლის მარტში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:
ცნობისათვის, 2019 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.5 პროცენტით მეტია 2018 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შარშან, მარტში ქვეყანაში 132,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. რაც შეეხება გადარიცხვებს, წელს მარტში 18,53 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც თითქმის 2,5 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის მარტში სულ 21,01 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.