ამერიკული კორპორაცია Alphabet-ის 2019 წლის პირველი კვარტლის შემოსავლებმა 36,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კომპანია, რომლის მფლობელობაშიც შედის Google, მიმდინარე ფინანსური წლის პირველი კვარტლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად კომპანიის მოგებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 31,1 მილიარდი დოლარი კი შეადგინა, მაგრამ 2017 წელთან შედარებით ზრდა უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლა. შედეგად შემოსავლების ზრდის ტემპის მიხედვით კლება ფიქსირდება.
კორპორაციის ფინანსური ანგარიშის თანახმად, პირველ კვარტალში Alphabet-მა 6,6 მილიარდის სუფთა მოგება ნახა, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.