მარტში ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა

მარტში ვადაგადაცილებული სესხები 3.2 მლნ ლარით გაიზარდა და 486.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის მარტის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული.

სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8% იყო. ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების 44.7% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

რაც შეეხება მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელს, საანგარიშო პერიოდში, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.5%-ს გაუტოლდა.