იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა თემას განვიხილავთ და ყველა ამ საკითხს მივუდგებით ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას ახასიათებს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა პანკისში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავრობა პანკისის მცხოვრებლებთან ყველა იმ თემაზე გააგრძელებს საუბარს, რომელიც ხეობის განვითარების გეგმას უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, პანკისის მოსახლეობას შევხვდები. გავაგრძელებთ შეხვედრებს, რომლებიც ხეობაში არაერთხელ გვქონია, სწორედ იმ სულისკვეთებით, რომლითაც ადრე ვხელმძღვანელობდით და ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობისათვის აქტუალურია. მათ შორის იმაზეც, თუ რა საქმიანობაა დაგეგმილი მომავალში ხეობის განსავითარებლად. მოგეხსენებათ, გვაქვს ხეობის განვითარების გეგმა, რომელშიც მოსახლეობაც ჩართულია და მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეა შედგენილი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა თემას განვიხილავთ და ყველა ამ საკითხს მივუდგებით ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ მოსახლეობას ახასიათებს“, -განაცხადა ციხელაშვილმა.