მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს.
დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაბა მესტიის ლაღამის უბანში იგეგმება მათ შორის - 1 ეკლესიის, 11 სვანური კოშკისა და 36 ფონური საცხოვრებელი სახლის; ხოლო უშგულის თემში - 20 სვანური კოშკის რეაბილიტაცია.
შეგახსენებთ, რომ სვანური კოშკების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი მიმდინარე წლის მარტშიც გამოცხადდა, თუმცა, აღნიშნული ტენდერი შეწყდა. ამის მიზეზი კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გადახდა, რომლითაც დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა და სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების დამატება იყო საჭირო.