თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისანი-სამგორის სპორტულ კომპლექსში არსებული კორტების რეაბილიტაცია ჩატარდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოების წარმოება.
„დღეს თბილისის მთავრობა იმსჯელებს ისანი-სამგორის სპორტული ცენტრისთვის 300 000 ლარის გამოყოფის თაობაზე, იმისთვის, რომ იქ არსებული კორტების რეაბილიტაცია განვახორციელოთ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს მდებარეობს ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის. ჩვენ გვინდა ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე 2 ჰარდის კორტი და უნდა რეაბილიტირდეს ადმინისტრაციული შენობა, რომელიც აღიჭურვება სპორტული ინვენტარით და საჭირო ავეჯით“, - განაცხადა კალაძემ.