საქართველოდან ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ბოსტნეულის კი 10,3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ხილისა და თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 16,7 მლნ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ქვეყნიდან საექსპორტო პროდუქციის მთლიან მოცულობაში, ხილისა და თხილის წილი 2% -ს შეადგენდა.

ხილის კატეგორიაში წამყვან პოზიციებზე იყო: თხილი - 8 მლნ დოლარი, ვაშლი - 2,4 მლნ დოლარი, მანდარინი - 1,9 მლნ დოლარი, ბანანი - 1,3 მლნ დოლარი, ფისტა - 1,2 მლნ დოლარი, თხილი (ბერძნული)- 0,5 მლნ დოლარი. East Fruit ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხილის ექსპორტი 22%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ბოსტნეულის ექსპორტს, 2019 წლის იანვარ-მარტში პროდუქტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,3 მლნ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოდან მთლიანი საექსპორტო პროდუქციის 5%-ს ბოსტნეული იკავებდა.

აღნიშნული კატეგორიის მთავარ პოზიციებს იკავებდა: კარტოფილი - 0,6 მლნ დოლარი, კიტრი - 0,6 მლნ დოლარი, პომიდორი - 0,4 მლნ დოლარი. ეს მაჩვენებლი კი ნიშნავს, რომ საქართველოდან ბოსტნეულის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,3%-ით გაიზარდა.

ნინი ქეთელაური