თურქეთში ჩასულ ტურისტებს შორის ლიდერ პოზიციაზე ქართველი ვიზიტორებიც არიან

თურქეთში ჩასულ ვიზიტორებს შორის, ქართველები მეოთხე ადგილს იკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა vestifinance თურქეთის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის იანვარ-მარტში თურქეთი თითქმის, 5,5 მლნ უცხოელმა ვიზიტორმა მოინახულა, ამათგან 483 ათასი ტურისტი ბულგარეთიდან იყო, 447 ათასი - ირანიდან, 427 ათასი - გერმანიიდან, 371 ათასი კი საქართველოდან.

ვიზიტების რაოდენობით რუსეთი მეხუთე ადგილზეა, საიდანაც თურქეთს 319 ათასი ტურისტი ეწვია.

რაც შეეხება ტურისტულ მიმართულებებს, პირველ ადგილზეა სტამბოლი, რომელსაც 3 მლნ უცხოელი ვიზიტორი ეწვია. მეორე ადგილზეა ედირნე - 696 უცხოელი ვიზიტორით, ხოლო მესამე ადგილზე ანტალია - 506 ვიზიტორით.

ნინი ქეთელაური