მაგდა კოტრიკაძე- მივცეთ ხალხს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომდგენლებმა საპენსიო სააგენტოს განცხადებით მიმართეს, განცხადებები გააკეთეს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს დატოვონ რეფორმა.

საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ მომხდარზე განცხადება გააკეთა.

„საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხას უკვე დაერიცხა 1 მილიონ ლარზე მეტი, ამჟამად 750 000 მოქალაქეს აქვს გახსნილი პირადი ნაგარიში და 50 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული სქემაში. მივცეთ ხალხს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ევროპული საქართველოს ლიდერები მოდიან და საჯაროდ აკეთებენ განცხადებას გასვლაზე, როგორც ჩანს, მათ მათი ელექტორატი და საქართველოს მოსახლეობა ცხვრის ფარა ჰგონიათ. ეს ეტაპი საქართველომ დიდი ხანია გაიარა და ადამიანებს უნდა მიეცეთ არჩევანის თავისუფლება, დარჩნენ თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში. ყველა მოქალაქემ, ვინც კი თუნდაც ერთხელ იყო ევროპაში, თუნდაც ტურისტის სტატუსით, კარგად იცის, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპენსიო რეფორმას ქვეყნისთვის", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.