მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა

სარკინიგზო გადაზიდვებში ტვირთების ზრდის მიზნით, რკინიგზით მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ და „საქართველოს რკინიგზამ“ ფასდაკლება ფოთის მარცვლეულის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე ერთობლივად დააწესეს.

ცნობისთვის, აპრილში შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლებული ტარიფით პირველი ტვირთი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკვანძო პარტნიორებმა უკვე მიიღეს.

„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ და „საქართველის რკინიგზის“ ტერიტორიებზე მარცვლეულის (ГНГ 1001; 1005) და შროტის (ГНГ 2304; 2306) ფოთიდან სომხეთამდე საიმპორტო გადაზიდვების ღირებულების გამოთვლაში გამოიყენება განაკვეთი - 0,032 დოლარი 1 ტონა კილომეტრზე. ეს ტარიფი გადაზიდვებში რკინიგზის კონკურენტუნარიანობას გაზრდის და უზრუნველყოფს თავისულ კორიდორს სომხეთის მიმწოდებლებისთვის.