საერთაშორისო გამოხმაურებები, რომლებიც რუსეთის მხრიდან საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მცდელობას მოჰყვა

რო­გორც ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი საფრ­თხის მას­შტა­ბი და სფე­რო­ე­ბი იზ­რდე­ბა. რუ­სუ­ლი ძალა უკვე ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ას ცდი­ლობს და ამის­თვის საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი სტრა­ტე­გია შე­არ­ჩია. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა მა­ღალ დო­ნე­ზე ხდე­ბა და რუ­სე­თის გეგ­მა წარ­მა­ტე­ბით ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საფრ­თხე რჩე­ბა საფრ­თხედ და ქარ­თულ მხა­რეს დიდი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა სჭირ­დე­ბა.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში რუ­სუ­ლი საფრ­თხის გა­ჩე­ნას საკ­მა­ოდ დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. რო­გორც „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ საფრ­თხის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­და სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. მათ მიერ სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­კეთ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და გა­მო­იგ­ზავ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ისი­ნი უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო და სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ ასო­ცი­ა­ცი­ას.

„მი­იჩ­ნე­ვენ, რომ „ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის“ დარ­ღვე­ვა, ანუ ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა დიდ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის­თვის, რად­გან ეს გა­მო­იწ­ვევს ჰო­ნო­რა­რის შემ­ცი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა რო­გორც ქარ­თველ, ასე­ვე უცხო­ელ ავ­ტო­რებ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე,“ - აცხა­დებს „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტორო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძე.

ვინ არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა?

არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ყვე­ლა ე.წ. „ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცია“. ესე­ნია: ავ­ტორ­თა და კომ­პო­ზი­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­დე­რა­ცია (CISAC), რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია (IFRRO) და შემ­სრუ­ლე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საბ­ჭო (SCAPR). ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აერ­თი­ა­ნე­ბენ ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცი­ის მსგავს ორგანი­ზა­ცი­ებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და ად­გე­ნენ მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თი­ან პრი­ცი­პებს. ასე­ვე, აფა­სე­ბენ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და გას­ცე­მენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ერთი სი­ტყვით, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი, ყვე­ლა ჩვე­ნი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცია წევ­რი­ან­დე­ბა ამ ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და მოქ­მე­დებს მათი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და ერ­თი­ა­ნი სი­ტე­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცეს­ში, რად­გან ეს არის მძლავ­რი ია­რა­ღი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც რუ­სეთს აქ­ცევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის ქვეშ და ქმნის რე­ა­ლურ ბერ­კეტს მისი აგ­რე­სი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად.

რა შე­იც­ვა­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ?

რუ­სე­თი ამ პრო­ცეს­ში მოქ­მე­დებს „რბი­ლი ძა­ლის“ პრინ­ცი­პით. მისი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ შექ­მნი­ლი ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ცდი­ლობს ქარ­თველ ავ­ტო­რებ­სა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­ში შექ­მნას მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის წარ­მოდ­გე­ნა, რომ თით­ქოს ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია უკეთ უზ­რუნ­ველ­ყოფს მათი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ რუ­სუ­ლი კვა­ლი იმ­დე­ნად აშ­კა­რაა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მარ­ტი­ვად ხვდე­ბი­ან რას­თა­ნაც აქვთ საქ­მე და უარს აცხა­დე­ბენ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მი­თი­თე­ბებს რუ­სუ­ლი მხა­რე თუ არ და­მორ­ჩი­ლე­ბა, რა საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს რუ­სე­თი?

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სარ­თა­შო­რი­სო ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­კა­ვე­ბის მძლავ­რი ია­რა­ღია. რუ­სე­თის მხრი­დან აგ­რე­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვი­სა, რუ­სე­თის მხა­რეს და­ე­მუქ­რე­ბა ქოლ­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი, რაც მათ მო­აქ­ცევს იზო­ლა­ცი­ა­ში მსოფ­ლიო არე­ნა­ზე და გა­ურ­თუ­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ეს კი, რუ­სე­თის­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო ნამ­დვი­ლად არ არის.

ახლა კი გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს იმ მხარ­და­ჭე­რის წე­რი­ლე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ მი­ი­ღო.

CISAC-ის წე­რილ­ში, რო­მელ­საც ხელს აწერს CISAC-ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მიტ­კო ჩა­თალ­ბა­შე­ვი GCA-ის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია, რო­გორც ნამ­დვი­ლი წარ­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში:

„ჩვენ ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ იმ შე­საძ­ლო საფრ­თხის გამო, რაც შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს კო­ლექ­ტი­ურ მარ­თვე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით. ერთი და იგი­ვე უფ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­იწ­ვევს გა­ურ­კვევ­ლო­ბას მო­სარ­გებ­ლე­ებ­ში, ასე­ვე ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვას და შე­სა­ბა­მი­სად წა­არ­თმევს ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს სა­მარ­თლი­ა­ნი ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, ბევ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა:

  • გა­ურ­თუ­ლებს შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებს ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რად­გან სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. გან­სხვა­ვე­ბით იმ სი­ტუ­ა­ცი­ის­გან, რო­დე­საც ერთი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას;
  • მო­ახ­დენს რე­პერ­ტუ­ა­რის ფრაგ­მენ­ტი­რე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქვეშ. ასე­თი ფრაგ­მენ­ტი­რე­ბა ავ­ნებს იმ მთა­ვარ უპი­რა­ტე­სო­ბას, რაც გა­აჩ­ნია კო­ლექ­ტი­ურ მარ­თვის სის­ტე­მას, კერ­ძოდ, „ბლან­კე­ტუ­რი ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მას“, რო­დე­საც ერთი ლი­ცენ­ზია ფა­რავს მსოფ­ლიო რე­პერ­ტუ­არს;
  • შე­ა­სუს­ტებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, რაც გა­ა­უ­ა­რე­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის და სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით და და­ა­სუს­ტებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ეფექ­ტუ­რო­ბას;
  • გა­მო­იწ­ვევს არა­თან­მიმ­დევ­რულ მიდ­გო­მას, რად­გან თი­თო­ე­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, პო­ლი­ტი­კა და „მე­სი­ჯე­ბი“. ეს გა­მო­იწ­ვევს ბა­ზარ­ზე გა­ურ­კვევ­ლო­ბას;წარ­მო­შობს კონ­ფლიქტს და ვნე­ბა­თა­ღელ­ვას კონ­კუ­რენტ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში, რაც არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო.“

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის გიგა კო­ბა­ლა­ძის სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს ხელს აწე­რენ IFRRO-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კა­რო­ლინ მორ­გა­ნი და IFRRO-ს პო­ლი­ტი­კი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი პიერ ოლი­ვი­ერ ლეს­ბურ­გე­რე­სი:

„ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ფო­კუ­სი­რებს იმ უფ­ლე­ბე­ბის მარ­თვა­ზე, რომ­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას და ამ წე­რი­ლით გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­მართ.

IFRRO-ს ჰყავს ერთი წევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია. ასო­ცი­ა­ცია წევ­რი გახ­და 2012 წელს და ჩვენ, ორი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ველ­თვის ნა­ყო­ფი­ე­რად ვთა­ნამ­შრომ­ლო­ბით. 2015 წელს IFRRO-ს ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ტარ­და თბი­ლის­ში და 2018 წელს ჩვენ ორმა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნეთ მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის დღე თბი­ლის­ში.

ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იმ 34 ქვე­ყა­ნას შო­რი­საა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, რომ­ლებ­მაც მო­ახ­დი­ნეს სა­ჯა­რო თხო­ვე­ბის უფ­ლე­ბის (Public Lending Right) იმპლე­მენ­ტი­რე­ბა, რაც ასა­ხუ­ლია ამ უფ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვებ გვერ­დზე: plrinternational.com ესეც ასე­ვე წარ­მო­ად­გენს იმის დას­ტურს, რომ ასო­ცი­ა­ცი­ას დიდი სა­მუ­შაო აქვს გა­წე­უ­ლი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი­სათ­ვის ჰო­ნო­რა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჩვენ გვჯე­რა, რომ ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პის მო­დე­ლი, რაც ასო­ცი­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შია, ამ­ტკი­ცებს, რომ ასე­თი ფორ­მა არის სწო­რი იმ მიღ­წე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. ჩვე­ნი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში: პა­რა­ლე­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერთი და იმა­ვე უფ­ლე­ბებ­ზე რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მო­იწ­ვევს გა­უ­გებ­რო­ბას მო­სარ­გებ­ლე­ებ­ში და ხელ­ყოფს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.“

SCARP-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სრულ თა­ნად­გო­მას და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას. წე­რილს ხელს აწე­რენ SCAPR-ის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ეანა ქე­ი­სი და SCAPR-ის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი რემი დეს­რო­ზი­ერ­სი.

„გვინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამ რე­გუ­ლა­რუ­რი პროგ­რე­სის­თვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის.

თქვენ შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტეთ ბოლო დროს ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის გამო, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით საქ­მი­ა­ნობს, ცდი­ლობს მი­ით­ვი­სოს ის ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც GCA-ს გა­აჩ­ნია. ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის არ ქონა SCAPR-ის და მისი წევ­რე­ბის ნორ­მა­თა კო­დექსს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და ჩვენ გვსურს მხა­რი და­გი­ჭი­როთ ამ სა­კი­თხში.

ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს მხარ­და­ჭე­რის წე­რი­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ იმ რო­ლის დაც­ვის­თვის, რაც მო­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შემ­სრუ­ლე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სათ­ვის.”