2019 წელს სიღნაღში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით მკვეთრად მოიმატა

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წელს სიღნაღში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით მკვეთრად მოიმატა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცნობით, სიღნაღი ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაშია და ყოველდღიურად ქალაქს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს.

მათივე ინფორმაციით, ამ სურათზე წარმოდგენილია იმ ტურისტების სტატისტიკა, რომლებმაც ისარგებლეს სიღნაღში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით.