ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დღეს, 18:11 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც, ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.