საქართველოს მასშტაბით, მატარებლების მოძრაობა შეფერხებული იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მოძრაობა ნაწილობრივ უკვე აღდგა, თუმცა, რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მატარებლების ნაწილი კვლავ გაჩერებული იყოს.
„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეფერხებული იყო მატარებლების მოძრაობა. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, პრობლემა შეიქმნა სადახლოსთან და ოჩხამურთან. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ამ დროისთვის ვიღებთ ახალ ინფორმაციას დისპეტჩერებისგან, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ. მთელ მაგისტრალზე გათიშვა არ მომხდარა. ამასთან, გაჩერებული მატარებლების ნაწილი უკვე დაიძრა“, - განაცხადეს საქართველოს რკინიგზაში“.