ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც გვიან ღამით კლდის მასა ჩამოიშალა, საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ამასთან, თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკით მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.