თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა სრულად 13:00 საათისთვის აღდგება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება.

„ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი - თამარაშვილის ქუჩების და ყაზბეგის გამზირი - თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.