რატომ გადავადდა გორის ქარის ელექტროსადგურის გაყიდვა

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე ყაზარაშვილის თქმით, მიზეზი რის გამოც გორის ქარის ელექტროსადგური მაისის ბოლოს ვერ გასხვისდება EBRD-თან ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებზე მოლაპარაკებებს უკავშირდება.

ელექტროსადგური EBRD-ის დაფინანსებით აშენდა.

"EBRD-თან მიდის გარკვეული ტექნიკური და იურიდიული დეტალების შეთანხმება, რასაც დრო სჭირდება, ამიტომ ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოს ან მომავალ წელს გასხვისდება", -განაცხადა ყაზარაშვილმა.

მისივე თქმით, ქარის ელექტროსადგურის შესყიდვით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასხვისების ვადად მიმდინარე წლის მაისი სახელდებოდა. ამასთან, აუდიტორულმა კომპანია BDO Georgia-მ დაასრულა "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ საბაზრო ღირებულების შეფასება, თუმცა კონკრეტულად რა ღირებულებით და რა ფორმით მოხდება პრივატიზება, კვლავ უცნობია.