გორის ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოს ან მომავალ წელს გასხვისდება

გორის ქარის ელექტროსადგური წლის ბოლოსთვის ან მომავალ წელს გასხვისდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.

"ინტერპრესნიუსის"კითხვაზე, როდის და რა ფორმით მოხდება გორის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზება, ჩიქოვანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საკითხზე მუშაობა გრძელდება.

"ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიდის მუშაობა, რომ მოხდეს გორის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზება", -აცხადებს ჩიქოვანი.