კომერციული ბანკების ანგარიშზე 161,7 მლნ ლარის დასაკუთრებული ქონებაა

2019 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში, 161 707 653 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს.

ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:

  • „საქართველოს ბანკი“ - 67 493 281 ლარი
  • „თიბისი ბანკი“ - 51 064 472 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ - 24 803 612 ლარი
  • „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 8 483 208 ლარი
  • „ბაზის ბანკი“ – 7 174 086 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ფულად მოცულობებს, ასე გამოიყურება:

„სილქ როუდ ბანკმა“ – 716 491 ლარის ღირებულების ქონება მიისაკუთრა, „კრედო ბანკმა“ – 348 155 ლარის, „ფინკა ბანკი საქართველომ“ – 138 905 ლარის, „ხალიკ ბანკი საქართველომ“ – 486 546 ლარის, „ტერაბანკმა“ – 884 779 ლარის, „ლიბერთი ბანკმა“ – 66 770 ლარის, ხოლო „ზირაათ ბანკი საქართველომ“ – 47 348 ლარის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“, „პაშა ბანკი საქართველოსა“ და „პროკრედიტ ბანკს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.

2019 წლის 1-ელ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური