სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
- კომბოსტო - 171.9%-ით;
- ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 102.9%-ით;
- წიწაკა - 78.5%-ით;
- ხახვი - 57.8%-ით;
- მწვანილი - 38%-ით;
- კიტრი - 37%-ით;
- პომიდორი - 35%-ით;
- ბადრიჯანი - 32.2%-ით;
- ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.5%-ით;
- იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.3%-ით.