ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა და ღია საჯარო დაწესებულებების ტოპ-ათეულში დასახელდა, - ამის შესახებ ინფორამციას სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 2018 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების შესახებ ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა. ღონისძიება 3 მაისს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა.
2010-2018 წლებში IDFI-მ, საჯარო დაწესებულებებში, სულ 51,723 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გააგზავნა, რაზეც პასუხი 42,965 შემთხვევაში მიიღო.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტი.