„არემჯის იდეების ლაბორატორია” დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საგრანტო კონკურსს სთავაზობს

კომპანია „არემჯი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის რაიონში ახალგაზრდების სოციალური პასუხისმგებლობის და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„არემჯის იდეების ლაბორატორია“ – საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელების (IX-XII კლასის მოსწავლეების) სოციალური პასუხისმგებლობის განვითრებას და მათ სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობას.

დღეს, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით დაბა კაზრეთის № 2 სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კაზრეთის სკოლების ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს პროექტში მონაწილეობის წესების, შემდგომ დაგეგმილი ინტენსიური ტრენინგის და საბოლოო პროექტზე მუშაობის პირობებთან დაკავშირებით.

კაზრეთის #1 და #2 სკოლებიდან შერჩეულ 24 მოტივირებულ უფროსკლასელს, 2 კვირიან პროექტის წერის ტრენინგს არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრის „მზიან სახლის“ ტრენერები ჩაუტარებენ. „არემჯის“ ინიციატივით, პროექტების მომზადებისას პრიორიტეტულ თემები იქნება „მწვანე გარემო“ და „სოციალური ურთიერთობები“.

მაისის ბოლოს, ტრენინგში ჩართული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები დასრულებულ პროექტებს სპეციალურად შექმნილ კომისიას წარუდგენენ, რომელიც გამარჯვებულ პროექტს/პროექტებს გამოავლენს. საუკეთესო პროექტის განხორციელებას „არემჯი“ სრულად დააფინანსებს.

„რეგიონში წარვადგინეთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ,,არემჯის იდეების ლაბორატორია“. ეს კაზრეთში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და უნარები. კომპანიას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ახალგაზრდული მიმართულებით და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი. დიდი ინტერესით დაველოდებით ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.“- განაცხადა კომპანია არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.