ექვს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა

საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის ივნისში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,4% შეადგინა. 2014 წლის II კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა კი 5,1% იყო.

ჯამში, 2014 წლის პირველი ექვსი თვის ეკონომიკის  საშუალო რეალურმა ზრდამ 6% შეადგინა.

საქსტატი სამეწარმეო სფეროს სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ივნისში, ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 3 707 შეადგინა.

2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.