რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
„რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ლარსის გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს და ყოველი მოქალაქე ჩვეული სასაზღვრო პროცედურის გავლის შემდგომ, დაბრკოლების გარეშე კვეთს სახელმწიფო საზღვარს,” - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.