ნიდერლანდების დედაქალაქში 2030 წლიდან ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომანქანები და მოტოციკლები აიკრძალება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ამსტერდამის ხელისუფლებამ, რაც ქალაქში სუფთა ჰაერის შენარჩუნებას უკავშირდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
ამსტერდამში 2020 წლიდან აიკრძალება დიზელისძრავიანი მანქანები, რომლებიც 2005 წლამდეა გამშვებული.
იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანი ველოსიპედით გადაადგილდება, ნიდერლანდებში ჰაერის დაბიძნურების მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე მაღალია.
ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომანქანების აკრძალვის პარალელურად, ნიდერლანდებში მათ ჩანაცვლებას ელექტრო და წყალბადზე მომუშავე მანქანებით ვარაუდობენ.