კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 23 376 969 ლარის შემოსავალი მიიღეს. (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 18 038 840 ლარი).
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 7 331 099 ლარი. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ - 4 525 409 ლარი.
მესამე ადგილზეა „კრედო“ - მან 2019 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 364 527 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „ბანკი ქართუ“ - 2 931 708 ლარი, ტოპ-ხუთეულშია „ლიბერთი ბანკი“ - 2 257 744 ლარის შემოსავლით.