5 ქვეყანა შენგენის ზონაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი არ შეუშვეს

2019 წლის მარტში ქვეყნიდან 281 019 საქართველოს მოქალაქე გავიდა.

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.

კერძოდ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 6 056 იყო. მას მოსდევს საბერძნეთი, სადაც 3 730 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი 3 185 გასვლით პოლონეთია.

რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც მარტში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: რუმინეთი - 10 გამგზავრება; ბულგარეთი - 102 და ბელგია - 168 გამგზავრება.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა 16 ქვეყანას მოიცავს და აქედან მხოლოდ სამ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: რუმინეთი (გაემგზავრა - 10); ლიეტუვა (გაემგზავრა - 501) და ნიდერლანდები (გაემგზავრა - 331).

რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლებს, ჯამში ასეთი 13 ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი - 105 უარი წინა თვეში საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიაში უთხრეს. მას მოსდევს კვიპროსი - 39 უარით, მე-3 ადგილზე კი ესპანეთია, სადაც მარტში 37 უარი დაფიქსირდა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი საფრანგეთი და გერმანია ინაწილებენ, შესაბამისად, 35 და 31 უარით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში უარის თქმის სტატისტიკას, ასე გამოიყურება: იტალია - 30 უარი, საბერძნეთი - 13, პოლონეთი - 20 უარი, უნგრეთი - 10, ჩეხეთი - 3, ლატვია - 27 უარი, ბელგია - 4 და ბულგარეთი - 1 უარი.

თაია არდოტელი