მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა ჯამში, 3,006,209,199 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობამ 21,655,957 ლარი შეადგინა. აქედან შემოსულობა მიწის გაყიდვიდან - 17,089,488 ლარი იყო. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან 1,647,969 ლარის, ხოლო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 15,441,519 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.